ლევილის ქართული ფესტივალი
ლევილის ისტორიულ მამულში დღეს ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი იხსნება. 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება ღონისძიებები, თეტრალური წარმოდგენები, ქორეოგრაფიული თუ მუსიკალური საღამოები, მრავალ ფეროვნად იქნება წარმოდგენილი ფოლკლორი. დღეს ფესტივალს გახსნის ნაციონალური ბალეტი, თოჯინების სახელმწიფო თეატრი, ანსამბლი ,,მარგალიტი“. სხვადასხვა დროს, კი ფესტივალში ჩაერთვებიან მთელი ქვეყნის სახელოვნებო დასები. მათ შორის აბსამბლები ,,ბასიანი” და ,,ერისიონი”. ინიციატორი კულტუროს სამინისტროა, მხარდამჭერი საქართველოს მთავრობაა
