უკანონოდ დაკავებულები გაათავისუფლეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები სერგო გუგუტიშვილი და თამაზ კახაბრიშვილი გაათავისუფლეს და და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფრომაციას სახელმწიფო უსაფრტხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ კომუნიკაციას ახორციელებდა ცხელი ხაზის მეშვეობით. პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული საქართველოში ევრო კავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანა თავმჯდომარეები
