ხანძრები საბერძნეთში
საბერძნეთში ტყის ხანძარმა საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქება გამოიწვია. დასახლებიდან ასობით ადგილობრივის ევაკუაცია გახდა საჭირო. სტიქიას ამ დრომდე ებრძვიან ტურისტებისთვის საყვარელ რამდენიმე კუნძულზე. ხორვატიაში კი მასშტაბურმა ცეცხლმა უკვე 400 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაწვა. გაერო ჩრდილო ნახევარსფეროში მძვინვარე ხანძრებს კლიმატის ცვლილებას უკავშირებს და საერთაშორისო საზოგადოებას აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებს
