„ნაცმოძრაობის“ ჩაკეტილი წრე
ყოფილების დაბრუნება „ნაციონალურ მოძრაობაში“ - ლევან ხაბეშვილმა ზურაბ ჭიაბერაშვილი „ნაცმოძრაობის“ საგარეო მიმართულების ხელმძღვანელად დაასახელა. ასევე დასახელდა მისი საქმიანობის სამი პრიორიტეტიც: მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლება, რომელიც სასამართლომ რამდენიმე საქმეზე ცნო დამნაშავედ, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რაზეც ოპოზიციას არც კი უმუშავია და უკრაინასთან პოლიტიკური კავშირის შენარჩუნება, თემა, რომელსაც რადიკალები დიდი ხანია ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის იყენებენ. ერთსა და იმავე მდინარეში ჭიაბერაშვილის მეორედ შესვლას პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ერთ წრეზე ტრიალი უკვე უწოდა, რისთვისაც თანაპარტიელებისგან მწვავე კრიტიკაც დაიმსახურა
სიუჟეტის ავტორი: ნინი მაისურაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
