უცხოური კომპანიები რუსეთში
უკრაინაში რუსული ფართომასშტაბიანი აგრესიის მიუხედავად, უცხოური კომპანიები რუსული ბაზრის დატოვებას არ ჩქარობენ. ოფიციალურმა კიევმა ასობით უცხოური კომპანია ომის სპონსორთა სიაში შეიყვანა. მიუხედავად ამისა, ევროპული თუ ამერიკული კომპანიები რუსეთში საქმიანობას განაგრძობენ და სახელმწიფო ბიუჯეტში ასობით მილიონი დოლარი შეაქვთ. კომპანიების უმეტესობა რუსული ბაზრის დატოვების პირობას ახლაც დებს, თუმცა თავს იმით იმართლებს, რომ რუსული კანონმდებლობის გამკაცრების გამო, ეს პროცესი გართულებულია
