პრემიერის ისტორიული ვიზიტი
საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა იწყება. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 31 წელს ითვლის, ბევრია კავშირი, მათ შორის სავაჭრო სფეროში, თუმცა თანამშრომლობის ამ დონეზე აყვანა პირველად გადაწყდა, ასევე პირველად შედგა ბოლო ათწლეულების შემდეგ საქართველოს ლიდერსა და ჩინეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრაც. ირაკლი ღარიბაშვილი და სი ძინ პინი კონკრეტულ შედეგებზე შეთანხმდნენ. პარალელურად, ირაკლი ღარიბაშვილი ზაფხულის მსოფლიო საუნოვერსიტეტო თამაშების გახსნასაც დაესწრო, სადაც 150 ქვეყანა უმაღლესი დონის დელეგაციებით არის წარმოდგენილი. ირაკლი ღარიბაშვილის ისტორიული ვიზიტი პეკინში გაგრძელდება
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
