კელი დეგნანის განცხადება
ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თბილისში აშშ-ის საელჩოდან მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ ლობირებაში არავინ ყოფილა ჩართული, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ფარას დოკუმენტებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, საელჩო დოკუმენტებში იყო ნახსენები მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა სატელეფონო ზარს უპასუხა, რაც, მისი თქმით, არანაირად არ ნიშნავს რაიმეზე თანხმობის მიცემას.
