"ემეგობრე პოლიციას" - შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია გრძელდება
ღონისძიება ამ წუთებში ახალქალაქის ცენტრალურ პარკში მიმდინარეობს. სტუმრები სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის აღჭურვილობას და სპეცტექნიკას ეცნობიან. დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები.
