ქართული "კოკა-კოლა" რუსეთში
უკრაინულმა გამოცემამ დაწერა, რომ ამერიკულმა კომპანია „კოკა-კოლამ“ რუსეთის ბაზრიდან გასვლის ხმამაღალი პირობა დადო, თუმცა საქმიანობა სრულად არ გაუჩერებია. საუბარია კონკრეტულ ფაქტებზე, რომელთა მიხედვითაც ქართული წარმოების კოკა-კოლა რუსულ ბაზარზე იყიდება. თემურ ჭყონია აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა არ იცის, თუ როგორ ხვდება „კოკა კოლა“ რუსეთში. საკითხს პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა.
