როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო. დაკავებულია 8 პირი, ხოლო ორი პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
