პრემიერ-მინისტრი ჩინეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. ირაკლი ღარიბაშვილისა და სი ძინპინის შეხვედრაზე ითქვა, რომ გამოქვეყნდება ერთობლივი განცხადება. ოფიციალურად გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას და ამით ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს.
