პრეზიდენტის განცხადება
საქართველოს პრეზიდენტი გმობს და აპროტესტებს სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის სამართავად გადაცემას. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილება, რუსეთის უკანონო ქმედებაა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს!
