საქართველოში წარმოებული “კოკა-კოლა” რუსულ ბაზარზე იყიდება
საქართველოში წარმოებული “კოკა-კოლა” რუსულ ბაზარზე იყიდება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ამერიკულმა კომპანიამ, რუსეთის ბაზრიდან გასვლის ხმამაღალი პირობა დადო თუმცა საქმიანობა სრულად არ გაუჩერებია. უკრაინული გამოცემა უნიანი წერს, რომ კომპანიის ორიგინალური პროდუქცია რუსულ ბაზარზე საქართველოდანაც ხვდება. გაყიდვებიდან მიღებული მოგების გადასახადი კი,რუსეთის ბიუჯეტში შედის.
