ვითარება ფრონტის ხაზზე
ოფიციალურმა კიევმა პირველად აღიარა, რომ ყირიმის ხიდზე თავდასხმა უკრაინის სპეცსამსახურებმა განახორციელეს. უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინულმა ძალებმა ბევრი ისეთი ოპერაცია ჩაატარეს, რომელთა დეტალებიც, შესაძლოა არასდროს გახმაურდეს, თუმცა უმეტეს მათგანზე, მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ იქნება საუბარი. პარალელურად, რუსეთი განაგრძობს უკრაინის ქალაქების დაბომბვას, მძიმე ბრძოლები გრძელდება ფრონტის ხაზზე, სადაც უკრაინის არმია კონტრიერიშებს ახორციელებს.
