ცხოვრება ბრიტანული სანქციებით
ცხოვრება ბრიტანული სანქციებით. მძღოლები, პირადი შეფ-მზარეულები და ერთი მილიონი დოლარის წლიური ხარჯი - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ნიუ იორკ თაიმსი“, სადაც დიდი ბრიტანეთის მხრიდან, რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზეა საუბარი. ვრცელ სტატიაში განმარტებულია, რომ სანქციების მიუხედავად, ზოგიერთი რუსი ოლიგარქი, გამონაკლისთა სიაში მოხვდა. ბრიტანეთის მთავრობამ მათ ასობით ათასი დოლარის დახარჯვის უფლება, ეგრეთ წოდებული ლიცენზია მისცა, რომელიც წესით სანქცირებულ პირთა ძირითადი საჭიროებებით უზრუნელყოფას გულისხმობს.
