პრემიერის ისტორიული ვიზიტი ჩინეთში
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტი დაიწყო. ჩინეთი შორი გზიდან ჩასულ მეგობრებს მასპინძლობს. ამ შინაარსით ქვეყნდება სტატია ადგილობრივ პრესაში და ეს მხოლოდ ერთი პუბლიკაციაა. მედიის ინტერესი განსაკუთრებულად დიდია, ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. 150 ქვეყნის უმაღლესი დონის დელეგაციებთან ერთად, საქართველოს წარმომადგენლობა საუნივერსიტეტო ოლიმპაიადის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე კი, ირაკლი ღარიბაშვილს არაერთი შეხვედრა აქვს დანიშნული ჯერ ჩენგდუში და შემდეგ პეკინში.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
