ახალი რეკრეაციული სივრცე თბილისში
დიდ დიღომში კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო . სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. 5 000კვმ ფართობი სრულად გამწვანდა და მოწესრიგდა, პარკაში დამონტაჟდა შესაბამისი ინვენტარი, გარე განათება და სარწყავი სისტემა. მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები. სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობამ ჩაატარა.