სამუშაო თათბირი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან, მის მოადგილეებთან და ამავე დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონების მთავარი სამმართველოების უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ფუნქციონალური გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და მიმდინარე რეფორმებზე. სამუშაო თათბირზე აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს პოლიციელებისთვის სამუშაო პირობების, საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ავტოპარკის განახლებას. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა შინაგან საქმეთა მინისტრს ინფორმაცია მიაწოდეს მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულისპრევენციის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე. ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.
