ტერორისტული დანაშაულისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებებისა და მოწყობილობების, შეძენა შენახვაში ბრალდებულები, მურად თავართქილაძე და ედგარ აბასოვი, ბრალს არ აღიარებენ. მათი ადვოკატები კი გადაწყვეტილებას, რომელიც პატიმრობას გულისხმობს, სავარუდოდ, გაასაჩივრებენ. სხდომის შემდეგ სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენელმა განაცხდა, რომ საქმეში არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები, რაც დანაშაულს ადასტურებს, ამასთან, პროკურორმა არ გამორიცხა ისიც, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალი ტერორიზმის მუხლით დამძიმდეს.
