„ნიუ იორკ თაიმსის“ სტატია
„ცხოვრება ბრიტანული სანქციებით. მძღოლები, პირადი შეფ-მზარეულები და ერთი მილიონი დოლარის ოდენობის წლიური ხარჯი“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ნიუ იორკ თაიმსი“, სადაც დიდი ბრიტანეთის მხრიდან რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზეა საუბარი. ვრცელ სტატიაში განმარტებულია, რომ სანქციების მიუხედავად, ზოგიერთი რუსი ოლიგარქი, გამონაკლისთა სიაში მოხვდა. ბრიტანეთის მთავრობამ მათ ასობით ათასი დოლარის დახარჯვის უფლება, ე.წ. ლიცენზია მისცა. რომელიც წესით სანქცირებულ პირთა ძირითადი საჭიროებებით უზრუნელყოფას გულისხმობს. თუმცა ცალკეულ შემთხვევებში, ზოგიერთმა რუსმა ოლიგარქმა წლიურად მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. სტატიის თანახმად, პრივილეგიებით მიხაილ ფრიდმანიც სარგებლობდა. რუსმმა ოლიგარქმა უკრაინაში მიმდინარე ომის პირველ წელს, პირად შეფ-მზარეულში, მძღოლებსა და სხვა ძვრიდაღირებულ მომსახურებაში, 400 ათასამდე დოლარი დახარჯა. სტატიის თანახმად, მსგავსი პრივილეგიებით, ბრიტანეთის ხაზინამ 2022 წელს, 82 პირი უზრუნველყო.
