უარი რუსულ ავიაკომპანიას
საქართველო რომ დასავლური სანქციების პირობებს ასრულებს, ამას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებაც ადასტურებს. რუსულ სანქცირებულ ავიაკომპანიას, ქართულ საჰაერო სივრცეში შემოსვლის უფლება არ მიეცა. საუბარია „იუ ევ თი აეროს“ ჩარტერულ რეისზე, რომელსაც საქართელოში ყაზახური საფეხბურთო კლუბის „აქტობეს“ ფეხბურთელები უნდა ჩამოეყავანა. უკვე ცნობილია, რომ ყაზახი ფეხბურთელები დღეს დილით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახური ავიაკომპანიით ჩამოვიდნენ.
