მოსმენა სენატში - სანქციების აღსრულება
როგორ კონტროლდება საქართველოს საზღვრები სანქცირებულ ტვირთებთან დაკავშირებით? - საკითხზე ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში იმსჯელეს. სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები რეალურ ნაბიჯებს დგამენ, რათა შეზღუდონ ომთან დაკავშირებული საქონლის რუსეთში გადაზიდვა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყნის სისტემა სრულად გამართულია, და რუსეთს ამ მხრივ არ გააჩნია რესურსი საქართველო, სანქციების გვერდის ავლაში გამოიყენოს. საქართველო საკუთარ ქმედებებში არის სრულად გამჭვირვალე, აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“ და ეს ფაქტი, მათი თქმით არაერთმა გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა.
