შალვა პაპუაშვილის განცხადება
ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა, ვისაც ქართველი ხალხის მეგობრობა სურს, დისტანცირდება საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსული სტილის პროპაგანდისგან – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წერილშია აღნიშნული, რომელსაც ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც წერილშია ნათქვამი, სასამართლოს კანონიერი განაჩენების საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ არ წყდება დეზინფრომაციული კამპანია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, თუ რამდენად უსამართლო და სიყალბეზე დაფუძნებული იყო გავლენიანი პოლიტიკური და მედიაჯგუფების თავდასხმები“,- წერს პაპუაშვილი.
