ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთში - ისტორიული ვიზიტის პოლიტიკური შეფასებები
მნიშვნელოვანი და არსებული ურთიერთობების გაღრმავების ახალი ეტაპის დასაწყისი - ასე აფასებენ თბილისში, ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს. ვიდრე კონკრეტული შეხვედრები დაიწყება და გზავნილები გასაჯაროვდება, თბილისში აქცენტი ორი ქვეყნის სავაჭო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობაზე კეთდება. ის მაღალი დონის შეხვედრები კი რომელიც, ირაკლი რაღიბაშვილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიაკში უკვე ჩანიშნული აქვს, მამრთველ გუნდს იმის თქმის საშუალებას აძლევს რომ, შესაძლებლობები, რომლებიც ახლა ორივე ქვეყნისთვის არსებობს სრულად გამოყენებული იქნება და ამ ვიზიტის შემდეგ, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა.
