პრემიერის ისტორიული ვიზიტი ჩინეთში
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო. ჩენგტუს საერთაშორისო აეროპორტში, მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრს აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები, ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და ჩინეთში საქართველოს ელჩი დახვდნენ. ცერემონიაში მონაწილეობდნენ სპორტსმენი სტუდენტები. მთავრობის მეთაური, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ჩენგტუში ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად, პეკინში გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში, პეკინსა და ჩენგტუში დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები.
