ტყის ხანძარი თურქეთში
ტყის მასივზე გაჩენილ ხანძარს ებრძვიან კურორტ ქემერთანაც. როგორც თურქული მედია იუწყება, რთული რელიეფის გამო სახმელეთო ოპერაციის წარმოება საკმაოდ დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. მაღალი ტემპერატურა კი რეგიონში ახალ კერებს აჩენს. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში რამდენიმე ასეული მეხანძრე 24-საათიან რეჟიმშია ჩართული. ანტალიიის გუბერნატორის განმარტებით, ცეცხლის სწრაფად ლოკალიცებაში მეხანძრეებს ხელს ათი თვითმფრინავი უწყობს.
