ხანძრები საბერძნეთში
საბერძნეთში ტყის მასშტაბურ ხანძრებს კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ტყის მასივზე მძვინვარე ცეცხლი ფურგონს გადაედო, სადაც 69 წლის ქალი იმყოფებოდა. მან ტერიტორიის დატოვება ვერ მოასწრო. ამავე რეგიონში ტყის ხანძარმა 45 წლის მწყემსის სიცოცხლეც იმსხვერპლა. საგანებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბოლო 24 საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით ცეცხლის 60-ზე მეტი ახალი კერა გაჩნდა. რამაც ქარხნების და ფერმების გადაწვა გამოიწვია. ქალაქ ვოლოსსა და ლამიაში კი მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გაიცა. მასშტაბურ ხანძრებს ამ დრომდე ებრძვიან როდოსზე, კორფუსა და ევიაზე.
