შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში
ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის ფარგლებში, სერგეი შოიგუს კიმ ჩენ ინმა, ქვეყნის უახლესი შეიარაღება დაათვალიერებინა. მათ შორის იყო კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები, რომელიც ფხენიანმა 2023 წლის აპრილში წარმატებით გამოსცადა. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კიმ ჩენ ინმა და სერგეი შოიგუმ, შეხვედრის დროს ორმხრივ ინტერესებთან დაკავშირებით ისაუბრეს. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, დელეგაცია 1950-1953 წლებში, კორეის ომისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება. ღონისძიებას, რომელიც ფხენიანში მასშტაბური აღლუმით დაგვირგვინდება, ჩინეთის დელეგაციაც დაესწრება.
