უკრაინის არმიამ კონტრიერიშები გაააქტიურა
უკრაინის არმიამ კონტრიერიშები გაააქტიურა. უკრაინული შეტევის ახალი ეტაპის დაწყებაზე დასავლური მედია წერს. „ნიუ იორკ თაიმსი“ პენტაგონში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინამ ძალების მობილიზაცია ფრონტის ხაზის მხოლოდ ერთი მიმართულებით მოახდინა და მძლავრ შეტევას სწორედ ამ მხარეს ახორციელებს. კონტრიერიშის ახალი ფაზის დაწყების შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ექსპერტებიც წერენ. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უკრაინის არმიამ ამ მხარეს რუსული თავდაცვის პირველი ზოლი გაარღვია, თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს უკრაინელების უფრო სწარაფ წინსვლას არ განაპირობებს.
