ვითარება უკრაინაში
რუსეთის არმიამ, ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურაზე, სარაკეტო იერიში წყალქვეშა გემიდან მიიტანა. პორტში რაკეტა ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა. დაიღუპა ერთი ადამიანი. რუსულ დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვის ოლქშიც. ოკუპანტის ავიაიერიშის შედეგად, 5-სართულიანი საცხოვრებელი შენობა განადგურდა. რუსეთმა ღამით უკრაინის სამხრეთ ნაწილს რაკეტებითა და დრონებით შეუტია. სამხრეთ სარდლობა არ გამორიცხავს, რომ მოსკოვმა იერიშები კიდევ უფრო გააძლიეროს.