ტერორისტული დანაშაულისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
საქალაქო სასამართლომ ტერორისტული დანაშაულისთვის დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მურად თავართქილაძე და ედგარ აბასოვი ბრალს არ აღიარებენ , ადვოკატები კი გადაწყვეტილებას სავარუდოდ გაასაჩივრებენ. სხდომის შემდეგ სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლემა განაცხდა, რომ საქმეში არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები, რაც დანაშაულს ადასტურებს, ამასთან პროკურორმა არ გამორიცხა ისიც, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი ტერორიზმის მუხლით დამძიმდეს.
