უარი რუსულ ავიაკომპანიას
საქართველო რომ დასავლური სანქციების პირობებს ასრულებს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებაც ადასტურებს. რუსულ სანქცირებულ ავიაკომპანიას ქართულ საჰაერო სივრცეში შემოსვლის უფლება არ მიეცემა. საუბარია „იუ ევ თი“ აეროს ჩარტერულ რესიზე, რომელსაც საქართელოში ყაზახური საფეხბურთო კლუბ აქტობეს ფეხბურთელები უნდა ჩამოეყავანა. უკვე ცნობილია, რომ ყაზახი ფეხბურთელები დღეს დილით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახური ავიაკომპანიით ჩამოვიდნენ.
