მარიამ მაისურაძე ევროპის ჩემპიონია
მარიამ მაისურაძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია. რუმინეთში მიმდინარე ძალოსნობის კონტინენტის პირველობაზე მან ოქროს მედალი პირველ საშეჯიბრო დღეს მოიპოვა. მაისურაძე 20-წლამდელ გოგონათა შორის -49 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვიდა. მარიამმა ატაცში 68, 72, და 74 კილოგრამი დაძლია, რითააც საქართველოს რეკორდი გააუმჯობესა. აკვრაში მან 88 კილოგრამი დააფიქსირა, რაც მხოლოდ მე-4 ადგილისთვის გამოდგა საკმარისი, თუმცა ორჭიდის ჯამში ქართველმა ძალოსანმა 162 კილოგრამით ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი დაისაკუთრა.
