სახელმწიფო გადატრიალება
დასავლეთ აფრიკის ქვეყნის, ნიგერის ჯარისკაცებმა ეროვნული ტელევიზიით სახელმწიფო გადატრიალების შესახებ განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, გადაყენებულია პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი, გუქმებულია კონსტიტუცია, შეჩერებულია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მუშაობა და ჩაკეტილია ქვეყნის საზღვრები. გაეროს გენერალური მდივანი ბაზუმს უკვე ესაუბრა და სრული მხარდაჭერა შესთავაზა. ნიგერის პრეზიდენტს მხარდაჭერას დაჰპირდა შეერთებული შტატებიც. პრეზიდენტი ბაზუმი, რომელიც 2021 წელს დემოკრატიული გზით აირჩიეს, საფრანგეთისა და სხვა დასავლური ქვეყნების ახლო მოკავშირეა.
