ბაიდენის განკარგულება
ჯოზეფ ბაიდენმა ჰააგის სასამართლოსთვის, უკრაინის ომში რუსების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ ინფორმაციის მიწოდების განკარგულება გასცა. ამის შესახებ „ნიუ იორკ ტაიმსი“ წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაცია ოკუპანტთა მიერ სამოქალაქო ინფრქსტრუქტურის დაბომბვისა და უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის დეტალებს მოიცავს. შეერთებულმა შტატებმა მტკიცებულებების ნაწილი უკრაინის პროკურატურას უკვე გაუზიარა, თუმცა ჰააგის სასამართლოსთვის არ გადაუცია.
