NATO შავი ზღვის რეგიონში დაზვერვას გააძლიერებს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შავ ზღვაში დაზვერვას გააძლიერებს, მათ შორის, სადაზვერვო თვითმფრინავებისა და დრონების გამოყენებით. ამის შესახებ NATO-უკრაინის საბჭოს რიგით მეორე სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. სხდომა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით გაიმართა და ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან. რუსეთის გასვლის თემას ეძღვნებოდა.