ვითარება უკრაინაში
უკრაინის ჯარები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში წინ მიიწევენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, წინსვლაა მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით. მისივე მტკიცებით, უკრაინული ძალები ასევე წარმატებით უტევენ ოკუპანტებს აღმოსავლეთში, ბახმუტის ფლანგებზე. მძიმე ბრძოლები გრძელდება სტარო მაიორსკეს მახლობლად, სადაც უკრაინელები ახლახანს დაკავებულ პოზიციებს ამაგრებენ. პარალელურად, რუსული ძალები უკრაინის ქალაქებს ბომბავენ. ოკუპანტთა სამიზნე სუმის, ლვოვის, ხმელნიცკის, კიროვოგრადისა და ჟიტომირის ოლქები გახდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. რაკეტების უმრავლესობა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა.