ხელოვნების ნიმუშების პირველი სახელმწიფო ლაბორატორია
კულტურის სამინისტროს ინიციატივით ამიერკავკასიაში პირველი სახელოვნებო სახელმწიფო ექსპერტიზის ლაბორატორია გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და მოწვეული სტუმრები. ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორიის პროექტი ირაკლი ფარჯიანის ფონდთან კულტურის სამინისტროს კონსულტაციითა და უწყების უშუალო მონაწილეობით შემუშავდა. ლაბორატორიის უმთავრესი მიზანი და ფუნქციაა საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში ხელოვნების ნიმუშთა კომპლექსური საექსპერტო კვლევების ჩატარება და ნამუშევრების ავთენტიკურობის დადგენა უახლესი თაობის აპარატურისა და ტექნოლოგიების მეშვეობით.