მოსმენა სენატში - სანქციების აღსრულება
„საქართველოს საბაჟო სამსახურები რეალურ ნაბიჯებს დგამენ, რათა შეზღუდონ ომთან დაკავშირებული საქონლის რუსეთში გადაზიდვა, თუმცა გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებისთვის სრული კონტროლი აქვთ“,- ამის შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ო ბრაიანმა განაცხადა. კითხვები მას საქართელოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სენატორმა ჯინ შაჰინმა დაუსვა.
