აშშ-ის საელჩოს პასუხი
ამერიკის საელჩო სააკაშვილის ლობირებასთან დიპლომატიური წარმომადგენლობის ან მისი რომელიმე თანამშრომლის რაიმე კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს. ცრუ და უპასუხისმგებლო - ასე აფასებს საელჩო ყველა სხვა ვერსიას. განცხადებაში წერია, რომ თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. ცნობისთვის, სკანდალური დოკუმენტები სააკაშვილის ლობისტების მიერ გაცემული დავალებების, ამისთვის დახარჯული ფინანსებისა და პროცესში ჩართული პერსონების შესახებ, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა გაავრცელა.
