ხმაურის ნორმის გადამეტებისთვის ჯარიმები იზრდება
ღამის 11 საათის შემდეგ ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის თბილისის მერია სანქციების გამკაცრებას გეგმავს. პირველ შემთხვევაში ფიზიკური პირი 150 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი ათას 500 ლარით. კანონდარღვევის მეორედ და მესამედ განმეორების შემთხვევაში, საჯარიმო სანქციები მკვეთრად გაიზრდება. კანონში შესატან ცვლილებებზე დედაქალაქის მერმა დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
