უკრაინელი დეპუტატი მალდივის კუნძულებზე
უკრაინელი დეპუტატის, იური არისტოვის მალდივის კუნძულებზე დასვენებასთან დაკავშირებით ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო. პროკურატურაში განმარტეს, რომ კუნძულებზე დეპუტატის ჩასვლის კანონიერება უნდა შემოწმდეს, რადგან ოფიციალური პირებისთვის საზღვარგარეთ გამგზავრება აკრძალულია. გამოძიების თანახმად, იური არისტოვი ივლისში, სამსახურებრივი მივლინებით პოლონეთში გაემგზავრა. საიდანაც დისტანციურად, სამედიცინო შემოწმების გარეშე, კიევის ერთ-ერთი კლინიკაში ბიულეტენი გახსნა. სწორედ ამ პერიოდში დეპუტატი ოჯახთან ერთად მალდივის კუნძულებზე იმყოფებოდა.
