ბიძინა კვერნაძე - 95
29 ივლისს ბათუმის დრამატულ თეატრში ბიძინა კვერნაძის 95 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ღონისძიებაზე კომპოზიტორის ცნობილ ნამუშევრებს შეასრულებენ, ასევე ისაუბრებენ მის ბიოგრაფიასა და შემოქმედებითი ცხოვრების დეტალებზე. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი მომღერლები და მუსიკოსები.
