პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში
პრემიერ-მინისტრი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ჩენგტუში 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. წელს მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში 50 ქართველი სტუდენტი მონაწილეობს. ცერემონიის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად პეკინში გაემგზავრება. სამუშაო ვიზიტის დროს პრემიერ-მინისტრი ჩინეთში ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
