7 ნოემბრის საქმე - სააკაშვილის პროცესი
7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. სხდომას დისტანციურად დაესწრება თუ არა სააკაშვილი, ჯერ უცნობია. ასევე, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი, კოლეგიის ერთი მოსამართლის ცვლილების გამო, დაიწყება თუ არა 7 ნოემბრის ეპიზოდზე საქმის ხელახლა განხილვა.
