უკრაინული მარცვლეულის ალტერნატიული დერეფანი
შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივის შეჩერების შემდეგ გამოსავალს ეძებს ევროკავშირიც. სოფლის მეურნეობის საკითხებში გაერთიანების კომისრის განცხადებით, ევროკავშირი მზადაა უკრაინული პროდუქტი ეგრეთ წოდებული „სოლიდარობის გზებით“ გაიტანოს. ეს გზა კი იმ 5 სახელმწიფოს საზღვრის გვერდის ავლით გაივლის, სადაც 15 სექტემბრამდე მარცვლეულის ექსპორტზე შეზღუდვაა დაწესებული.
