7 ნოემბრის საქმე - სააკაშვილის პროცესი
7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. დისტანციურად დაესწრება თუ არა სხდომას სააკაშვილი, ჯერ უცნობია. შესაძლოა 7 ნოემბრის ეპიზოდზე საქმის განხილვა ხელახლა დაიწყოს, მიზეზი კი სავარაუდოდ, ერთ-ერთი მოსამართლის შეცვლა გახდება, რადგან კოლეგიის ერთი მოსამართლე პენსიაზე გავიდა.
