ტერორიზმის საქმე - დაკავებულია ორი ადამიანი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. სპეცოპერაცია ორ რეგიონში ოთხ ადგილას ერთდროულად ჩაატარდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.
