უკრაინის კონტრშეტევა სასურველზე ნელი ტემპით მიდის - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა „სიენენთან“ ინტერვიუში
უკრაინის კონტრშეტევა სასურველზე ნელი ტემპით მიდის - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა „სიენენთან“ ინტერვიუში. თუმცა ალექსეი რეზნიკოვმა ისიც განმარტა, რომ ეს შეშფოთების საგანს არ წარმოადგენს, რადგან ოპერაცია გეგმის მიხედვით ვითარდება. თავდაცვის მინისტრმა ნატოში გაწევრიანებაზეც ისაუბრა. რეზნიკოვის პროგნოზით, კიევს ალიანსში, მომავალი წლის ზაფხულში მიიღებენ.
