შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 4 ერთეული სწრაფმავალი სამაშველო კატარღა შეიძინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 4 ერთეული სწრაფმავალი სამაშველო კატარღა შეიძინა. პირველი კატარღის გადმოცემის ღონისძიება ბათუმში, სამაშველო განყოფილების ტერიტორიაზე გაიმართა. სტუმრებმა სამაშველო განყოფილების განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და წყალში კატარღის შესაძლებლობები გამოსცადეს. კატარღა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით.
